სტენფორდის მეცნიერის აზრით, მალე შეიქმნება ყურში გასაკეთებელი მოწყობილობა, რომელიც ტვინს გააკონტროლებს

პერსონალური მოწყობილობები, რომლებსაც ყურსასმენებს ვუწოდებთ, ჩვენს ყურებში გამავალ ნერვულ სიგნალებს ეკონტაქტება, რათა გააკონტროლოს და კავშირი დაამყაროს ჩვენს ტვინთან. თავის საქმეს ეს მოწყობილობები შესანიშნავად ასრულებს.

ყურსასმენები საშუალებას გვაძლევს ფოკუსირება მოვახდინოთ სპეციფიკურ საუბრებზე, ანდაც ვაკონტროლოთ ტვინის აქტივობა ყურებში ხმაურის ჩახშობის გზით. ასე მიაჩნია სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერსა და დოლბის ლაბორატორიის უფროს მეცნიერს, პოპი კრამს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარა.

მსგავსი: პირველად ისტორიაში, ტვინის იმპლანტის გამოყენებით, მეცნიერებმა ადამიანის მეხსიერება გააძლიერეს

კრამის მტკიცებით, თანამედროვე ტექნოლოგიები იქით მიემართება, რომ ნელ-ნელა წაშალოს სხვაობები ხელოვნურ და ბუნებრივ ინტელექტს შორის, რაც ზრდის ჩვენი აზროვნების პროცესებს და თანამშრომლობს ტვინთან.

წარმატება ვერ ჰპოვა ბევრმა სხვა პორტატულმა მოწყობილობებმა, მაგალითად „გუგლ გლასმა“, რის მიზეზადაც მის მოუხერხებლობას და პოტენციურად სახიფათოობას ასახელებენ. ყურსასმენებს შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს მოახდინონ სპეციფიკური საუბრების იზოლაცია ან აკონტროლონ ნერვული ჯანმრთელობა ისე, რომ მუდმივად არ აწუხებდეთ შემთხვევითი გამვლელების საუბარი.

კრამის თქმით, ტვინთან ასეთი კავშირის დასამყარებლად საუკეთესი არჩევანი ყურია.

„ყური USB პორტის ბიოლოგიური ეკვივალენტია. ის შეუდარებელია არა მხოლოდ როგორც ტვინში „ჩაწერის“ წერტილი, რაც ზუსტად მაშინ ხდება, როცა ყურსასმენები მას ჩვენი რჩეული სიმღერის ხმებს გადასცემს, არამედ უბადლოა ტვინის ‘წასაკითხადაც’“, — წერს კრამი.

სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, კრამს სჯერა, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში შეიქმნება პორტატული მოწყობილობა, რომელიც შესაძლებელს გახდის ტვინისა და კომპიუტერის ასეთ ურთიერთკავშირს.

ამავე დროს, იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი მოწყობილობა ჩვენი ცხოვრების განუყრელი, იდეალური პარტნიორი გახდება.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.