სტივენ ჰოკინგი: გაჩნდება სუპერადამიანების რასა, რომელიც კაცობრიობას საფრთხეს შეუქმნის

ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც ამ წლის მარტში გარდაიცვალა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ გამოჩნდება სუპერადამიანების რასა, რომელიც კაცობრიობისთვის საფრთხედ იქცევა. ამის შესახებ The Sunday Times-ი წერს.

ჰოკინგის პროგნოზი შესულია მის ბოლო წიგნში „მოკლე პასუხები სერიოზულ კითხვებზე“, რომელიც 16 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

მეცნიერი ვარაუდობდა, რომ მდიდარი ადამიანები მაკრომოლეკულებში ცვლილებებს შეიტანენ, რომლებიც გენეტიკური პროგრამების რეალიზაციაზე არიან პასუხისმგებლები. და ეს ყველაფერი XXI საუკუნეში მოხდება.

„სუპერადამიანების გამოჩენა მაშინვე შექმნის პოლიტიკურ პრობლემებს იმ ადამიანებისთვის, ვინც გენეტიკური ინჟინერიის დონეზე არ გაიუმჯობესებენ თავს და შესაბამისად, კონკურენციას ვერ გასწევენ. ისინი მნიშვნელობას დაკარგავენ. მათ ნაცვლად კი მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს თვითონ აპროექტებენ და იუმჯობესებენ“, – ვარაუდობს ფიზიკოსი.

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს გარდაიცვალა.

სტივენ ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.