სუბარი: სააკაშვილის ექსტრადირება აუცილებლად მოხდება

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება აუცილებლად მოხდება. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ამისათვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია. ახლა კი ჯერი იმ ქვეყანაზე ან იმ ქვეყნებზეა, სადაც ის ახლა არის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“, – აცხადებს სუბარი და განმარტავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება ვერ მოხერხდებოდა, სანამ ის უკრაინის მოქალაქე იყო.

5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას მიმართა სააკაშვილის ძებნასთან, დაპატიმრებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: