“სულ ოცდაათიოდე წლის წინანდელი მოაზროვნე საქართველო დაემსგავსა სკლერო-ფსიქიატრიულ პაციენტს”

ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

“– სულით ხორცამდე ოკუპირებილი ოკუპაციის წინააღმდეგ — 

ნეოლიბერალებმა ისე როგორც საქართველოში ისტორიის მანძილზე მოქმედმა სხვა დამპყრიბლებმა უპირველესად თაობებს შორის კავშირები მოგვისპეს. მათ ხელში ჩაიგდეს ჩვენი შვილების განათლების და ზნეობრივი აღზრდის სათავეები. საქართველოს დამოუკიდებლობა ხომ ერთი დიდი ტყუილია,  რადგან ეს არის ქვეყნის ნგრევის, ერის სულიერ- ფიზიკურად მოსპობის, განათლების დეგრადაციის და მატერიალურად გაღატაკების ოცდაათწლეული. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ტერიტორია სადაც ზედმიწევნით ზუსტად და გულმოდგინედ განხორციელდა “დალესის დოქტრინა”. ამის განხორციელებას კი ათასწლეულებ გამოვლილი სახელმწიფოებრივი კულტურა ემსხვერპლა. ქართველმა ნეოლიბერალებმა, ზუსტად ისევე როგორც შაჰ აბასის შაჰისევანებმა ან მენშევიკ ბოლშევიკებმა სამშობლო გადამთიელის იდეალებს შეწირეს. ამ დღეების მოვლენებმა კი ეს ცხადყო. 
   ერთი კი ცხადია –‘ როცა ერის ახალგაზრდობა ანუ ხვალინდელი საქართველო ნეოლიბერალურ ბოდვით სწავლებაზე გვყავს აღზრდილი,  გამოდის, რომ უკვე ოკუპირებულები ვართ და თან ოკუპაციის იმ ხარისხით საიდანაც თავის დაღწევა ბრძოლის და შრომის გარეშე შეუძლებელია. 
P.s. სულ ოცდაათიოდე წლის წინანდელი განათლებული და მოაზროვნე საქართველო  დაემსგავსა სკლერო- ფსიქიატრიულ პაციენტს და ეს სახეზეა.
 გურამ ქართველიშვილი”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.