“ტაფას თუ ჩავირტყამ თავში, ამისთვის ხომ ციხე არ მეკუთვნის?”- სტეფანე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრობს (ვიდეო)

მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გადაცემა “რეაქციაში”  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ჩვენ ვიცით, რომ ნარკოტიკები ჯანმრთელობა არ არის. ყველას უნდა ავუხსნათ – ჩვენ იმიტომ კი არ შევიკრიბეთ, რომ დავსხდეთ ყველა და ნარკოტიკების პროპაგანდა იყოს.  ეს არ არის არანაირად კარგი. უბრალოდ, ჩვენი მიზანი არის იმაში, რომ ჩვენს არჩევანს ადამიანები პატივს უნდა სცემდნენ, იმიტომ, რომ მაგალითად, მე ახლა ტაფას თუ ჩავირტყამ თავში, ამისთვის ხომ ციხე არ მეკუთვნის?

რაღაც უნდა მოხდეს წინსვლა იმისთვის, რომ  მიკროდოზებით დაჭერილი ადამიანების ცხოვრება არ უბედურდებოდეს. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი”- განაცხადა სტეფანემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.