ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ, ხოლო ვინც რეგისტრაციას არ გაივლის, ჯარიმას გადაიხდის

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.