ტელეკომპანია “იბერიას” შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას

ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას- ამის შესახებ განცხადება “ომეგა ჯგუფ თამბაქოს” გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა გააკეთა.

საუბარია ბოლო პერიოდში ომეგა ჯგუფისთვის მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია “იბერიასაც” შეუქმნას. “British American Tobacco”-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის.

„ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, მულტინაციონალური კომპანია “British American Tobacco”-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის.

“ტელეკომპანია “იბერიის” ძირითადი დამფინანსებელი არის “ომეგა” ჯგუფი და შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო “ომეგა ჯგუფში” შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია “იბერიასაც”,“ – განაცხადა ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.