ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

“ტვ პირველის“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

ტელეწამყვანი საზღვარგარეთ, ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ლევან ჩხაიძის მეგობრები საურობდნენ, რომ ლევანს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. თრომბი გახდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “რადიო მაესტრო” და “პირველი”.

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „ტვ პირველის“ 5 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება სპეციალური ფორმატით გავა.

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFO NEWS”-ი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და კოლეგებს.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.