ტერიტორია, სადაც ივანიშვილის კუთვნილი დენდროლოგიური პარკისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიჰყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა- ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა “batumelebi”ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო ექსპრემიერ ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში, ხეების გადატანის პროცესზე წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია.

მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე 5436 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში ტარიელ ფაღავას 400 ათას ლარად გადაეცა. თანხა კი ფაღავამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ფაღავასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა, დაახლოებით ერთ თვეში კი ქონება იპოთეკით ბანკ „ბანკი ქართუში” იპოთეკით დაიტვირთა.

ტერიტორიის გასხვისებისას შემსყიდველს სახელმწიფომ რამდენიმე პირობა დაუდო, მათ შორის:

ფაღავამ „პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მოაწყოს არანაკლებ 4 კოტეჯი [თითოეულ კოტეჯში არანაკლებ 4 სასტუმრო ნომერი], სპორტული მოედანი, კვების ობიექტი, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი… ამასთან, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე პირობებში ჩადებულია „ნარგავების გაშენების“ ვალდებულებაც.

თუმცა, მრავალწლოვანი ხეები ტერიტორიაზე მოჭრილია და ზოგს თხრიან ურეკში გადასატანად.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.