ტოკიო 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებს

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ამის შესახებ VentureBeat-ი წერს.

ორგანიზატორების განმარტებით, მიზეზი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე უსაფრთხოების ნორმები დაცვაა.

ამისთვის ოლიმპიური თამაშის ორგანიზატორები იაპონიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გიგანტ NEC-თან თანამშრომლობენ.

ტექნოლოგია IC ჩიპთან ერთად იდენტიფიკაციის ბარათსაც გამოიყენებს და ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად მისულებს 40-ვე ელექტრონული სარეგისტრაციო პუნქტი დააფიქსირებს.

ტიკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 300 ათას ათლეტსა და ტექნიკურ პერსონალს იაპონიაში ჩასვლამდე ბაზაში ფოტოსურათის განთავსება და შესაბამისი პროცედურების გავლა მოუწევთ.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ივლისში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.