ტოჩინოშის იმპერატორის თასს იოკუზუნები ვეღარ შეეცილებიან – მოულოდნელი ცნობა იაპონიიდან

დღეს ნაგოია ბაშოს მეექვსე დღის შეხვედრების დაწყების ეინ, სუმოს ისტორიაში მეტად იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. სუმოისტთა უმთავრესი ტურნირი – ბაშო იოკუძუნათა მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.

დღეისთვის სუმოში სულ სამი აქტიური იოკუძუნაა – მონღოლები ჰაკუჰო და კაკარიუ და იაპონელი კისენოსატო. ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კისენოსატო სპარინგებში მონაწილეობდა და არცთუ ურიგოდ, მხოლოდ ჰაკუჰოსთან დამარცხდა, თუმცა ზედ ბაშოს დაწყების წინა დღით ცნობილი გახდა, რომ ექიმების დასკვნის თანახმად, მისი ტურნირებში მონაწილეობა სულ მცირე სექტემბრამდე გამოირიცხა.

ბაშოს მეოთხე დღეს კიდევ ერთი იოკუძუნა, დაუმარცხებელი ჩემპიონი, თეთრ ფენიქსად წოდებული მონღოლი ჰაკუჰო გამოეთიშა შეჯიბრს. ექიმების ვარაუდით მიღებული მას ორ კვირამდე დრო ესაჭიროება მიღებული ტრავმის მოსარჩენად. გუშინ, ბაშოს მე-5 დღეს, ბაშოს შემორჩენილმა ერთადერთმა იოკუძუნამ, წერო დრაკონად წოდებულმა მონღოლმა კაკარიუმ მიჯრით მეორე მარცხი განიცადა, თუმცა ის მაინც განიხილებოდა ბაშოს მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.

ამ დილით კი… იაპონური პრესა იუწყება რომ კაკარიმ გუშინ მარჯვენა იდაყვის მძიმე ტრამვა მიიღო, ექიმების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, იდაყვის ძლიერი ანთებითი პროცესია განვითარებული, დოჰიოზე გამოსვლას უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ შეძლებს და მოიხსნა ბაშოსგანო.

სულ მალე სუმოისტები მე-6 დღის შეხვედრებს გამართავენ, მანამდე კი შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას:

1-2. ტოჩინოშინი (ოძეკი, საქართველო) – 5;
1-2. მიტაკეუმი (სეკივაკე, იაპონია) – 5;
3-9. ტაკაიაში (ოძეკი, იაპონია) – 4;
3-9. კაისეი (მე-4 მაეგაშირა, ბრაზილია) – 4;
3-9. ენდო (მე-6 მაეგაშირა, იაპონია) – 4;
3-9. ჩიიოტაირიუ (მე-6 მაეგაშირა, იაპონია) -4;
3-9. მიოგირიუ (მე-9 მაეგაშირა, იაპონია) – 4;
3-9. ტოჩიოზანი (ლევან გორგაძის თანაკლუბელი, მე-13 მაეგაშირა, იაპონია) -4;
3-9. ასანოიამა (მე-13 მაეგაშირა, იაპონია) – 4;
მათ შემდეგ განლაგებულ 12 სუმოისტს თითოეულს 3 თეთრი ბურთულა დაუგროვდა 2 შავი ბურთულის წილს და მათ შორის არის იაპონელი ოძეკი გოიედო.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.