ტრამპის უფროსი მრჩეველი მისი სიძე იქნება

დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მომავალი პრეზიდენტის უფროს მრჩევლად დაინიშნება. ამის შესსახებ CNN-ს ხელისუფლების გადაბარების პროცესში ჩართულმა უმაღლესმა წარმომადგენელმა განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ტრამპი გეგმავს, დეტალურად ისაუბროს, თუ როგორ აპირებს, აირიდოს ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესსაქმიანობასთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს ოფიციალურად ჩაიბარებს. 

არსებული ინფორმაციით, ტრამპი პრესკონფერენციაზე ასევე გამოაცხადებს, რომ მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი, რომელიც ჯარედ კუშნერის მეუღლეა, მამის კომპანიაში არ იმუშავებს.

ფოტოზე: ჯარედ კუშნერი, ივანკა ტრამპი და დონალდ ტრამპი

ფოტოს ავტორი: Getty Images

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: