ტრამპი: მოსამართლემ ჩვენი ქვეყნის კარი გაუღო პოტენციურ ტერორისტებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საშუალებით მოსამართლეების კრიტიკას აგრძელებს.

ამჯერად ტრამპმა ფედერალური მოსამართლის, ჯეიმს რობარტის, გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა დონალდ მისი აკრძალვა შვიდი სახელმწიფოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშირებით.

“იმის გამო, რომ მოსამართლემ აკრძალვა მოხსნა, ძალიან ბევრი ცუდი და საშიში ხალხი შემოედინება ჩვენს ქვეყანაში. საშინელი გადაწყვეტილებაა”.

“მოსამართლემ ჩვენი ქვეყნის კარი გაუღო პოტენციურ ტერორისტებსა და სხვებს, რომლებსაც გულში არ აქვთ ჩვენთვის საუკეთესო ინტერესი. ცუდი ხალხი ძალიან ბედნიერია!”

“უბრალოდ არ მჯერა, რომ მოსამართლეს შეეძლო ჩვენი ქვეყანა ასეთ საფრთხეში ჩაეგდო. თუ რამე ცუდი მოხდება, დააბრალეთ მას და სასამართლო სისტემას. უამრავი ხალხი მოედინება. ცუდია!”

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.