ტრამპი: ობამა ჩემ სატელეფონო საუბრებს უსმენდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაკ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ტრამპმა ობამა Twitter-ზე გააკრიტიკა.

“საშინელებაა! ახლა გავიგე, რომ ობამა სატელეფონო საუბრებს უსმენდა “ტრამპ-თაუერში” ჩემი გამარჯვების წინ. ვერაფერი იპოვა. ეს მაკარტიზმია!” – დაწერა ტრამპმა და ეს ფაქტი ცნობილ უოტერგეიტის სკანდალს შეადარა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იურისტი ამ ინფორმაციას სასამართლოში გამოიყენებდა, ხოლო ობამა ცუდი კაცია ან სულაც არანორმალური.
ტრამპმა დასძინა, რომ ტელეფონებს ოქტომბერში უსმენდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია.

7 თებერვალს, მოქმედმა პრეზიდენტმა ობამასთან კარგი ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა.

მაკარტიზმი – აშშ-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც სენატორ ჯოზეფ მაკარტის გვარი შეაქვეს. მოძრაობა გამოიხატებოდ ანტიკომუნისტურ განწყობებსა და მემარცხენე იდეების გულშემატკივრების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებში.

უოტერგეიტის სკანდალი – პოლიტიკური სკანდალია, რომელსაც აშშ-ის 37-ე პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.