ტურისტულ სეზონზე მატარებლით მგზავრობის გაძვირებული ფასი აღარ დაიკლებს

როგორც ინფრომაციაში წერია, რკინიგზის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მატარებლებზე სეზონური ფასდაკლება არ განხორციელდება და ტარიფი დარჩება უცვლელი.

„საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანა არარენტაბელურია და ხორციელდება სუბსიდირება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებებზე მოძრავი ელექტრომატარებლების განახლება და დამატებითი სერვისებით უზრუნველყოფა.

სამატარებლო პარკის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მატარებლებზე სეზონური ფასდაკლება არ განხორციელდება და ტარიფი დარჩება უცვლელი.

უცვლელად შენარჩუნებული იქნება​ თბილისი-ოზურგეთისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავი დილის მატარებლებით და ასევე პლაცკარტის ტიპის ვაგონებით მგზავრობის საფასური.

იძულებით გადაადგილებული პირებსა და სტუდენტებზე ვრცელდება 50% შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის შესაბამისი კლასის ვაგონებზე.

50% ფასდაკლება ასევე მოქმედებს 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის“ წერია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.