უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე – უსუფაშვილი

უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე – ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარდებასთან დაკავშირებით. უსუფაშილის თქმით, ხალხი საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს. 

„როდესაც ხალხს წინ ახალგაზრდობა მიუძღვება, გამარჯვება კიდევ უფრო სწრაფად მიიღწევა. „ქართულმა ოცნებამ“ 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.

ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იხსნება სხვა მოთხოვნები. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვხვდებით ივანიშვილის ჩანაფიქრს – უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე“. მაგრამ ამ გამოწვევას აქვს პოზიტივიც. მოხდება ბუნებრივი გადარჩევა პოლიტიკურ სპექტრში და ხალხი თვალნათლივ დაინახავს ვინ ზრუნავს ქვეყანაზე და ვინ – საკუთარ თვითდასაქმებაზე.

ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვის, ისევე, როგორც პარლამენტში 250 000 მოქალაქის მიერ უკვე შეტანილი ცვლილებების განხილვის პროცესში კიდევ ბევრი დეტალი იქნება დასაზუსტებელი და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს. 

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.