უკრაინაში სადეპუტატო იმუნიტეტი გაუქმდა. „საქართველოშიც შეიძლება ამის გაკეთება“

2020 წლიდან უკრაინის რადას დეპუტატები ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ. სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების კანონს დღეს რადას 373-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კანონის თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან უკრაინელი დეპუტატების სისხლის სამართლებრივი დევნა რადას თანხმობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც რადას დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმებას გულისხმობს, 2017 წელს უკრაინის პარლამენტში მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.