უკრაინიდან საქართველოში „ხანძრის მკვლელი“ ჩამოფრინდება – რა მახასიათებლები აქვს An-32P-ს [ფოტო/ვიდეო]

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, უკრაინა საქართველოში სპეციალურ თვითმფრინავს გზავნის. უკრაინული An-32P, რომელსაც აქვს წარწერა FIREKILLER („ხანძრის მკვლელი“) საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და აბასთუმანში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

An-32P უკრაინული ხანძარსაწინააღმდეგო მფრინავი საშუალება. შექმნილია „ან-32“-ის ბაზაზე. აღჭურვილია გარე 4 რეზერვუარით, თითოეულის ტევადობა 2000 ლიტრი წყალია. მას წყლის ერთბაშად და ინტერვალებით გაფრქვევის შესაძლებლობა აქვს. გამოიყენება ტყის ხანძრების დროს შეუძლია 30-მდე აღჭურვილი მეხანძრის გადაყვანა, ასევე, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და ტექნიკის გადატანა.

ეკიპაჟი: 3-4 ადამიანი, მგზავრების რაოდენობა: 30 აღჭურვილი მეხანძრე ტვირთამწეობა: 6700 კგ.

თვითმფრინავს, მანევრირების მაღალი შესაძლებლობის გამო, შეუძლია, დაბალ სიმაღლეზეც კი, პირდაპირ ხანძრის კერას დაასხას წყალი. 230 კმ/სთ სიჩქარით, მას შეუძლია 50X150 კვ.მ.-ზე ერთბაშად გააფრქვიოს წყალი 30 მ. სიმაღლიდან. უწყვეტად მას 1700 კმ. მანძილზე შეუძლია ფრენა.

An-32P დღეს ოდესიდან ბათუმში ჩამოვა.

ინტერნეტში მრავლადაა ვიდეომასალა მის მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაციების შესახებ.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.