უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს რუსული Грузия –ს ნაცვლად Сакартвело უწოდონ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს რუსული Грузия –ს ნაცვლად Сакартвело გადაარქვან.

შესაბამისი მიმართვა უკრაინის ყოფილმა პირველმა პირმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

საქართველომ კიევის სახელწოდებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა (Kiev – Kyiv). ვფიქრობ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შესახებ („გრუზიას“ ნაცვლად saqartvelo). საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს“, – აცხადებს პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვაში, რომელსაც ქართული შრფიტით აწერია „უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“ .

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვა გუშინ გაავრცელა. პოროშენკომ უკრაინელებს ქართულ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო დაასუსტოს ეკონომიკურად, ამიტომ მის ტურისტულ სექტორს დარტყმას აყენებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც რუსეთის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდის და ებრძვის ოკუპაციას. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი ტრადიციულად იყენებს იმავე მეთოდებს, რომლებსაც რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში იყენებს. ახლა მოსკოვს კვლავ სურს, საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვით საქართველოს ეკონომიკურად დასუსტება და დარტყმას აყენებს საქართველოს ტურიზმს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ექს პირველი პირი უკრაინელებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

„ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, ვინც გეგმავს საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ჩემი თხოვნა იქნება, ვინც ჯერ კიდევ გეგმავს შვებულებას, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – დასძენს პოროშენკო.

ამას გარდა, პეტრო პოროშენკო მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე ფასდაკლება გააკეთონ და მოსაკრებელი დაწიონ.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.