უმრავლესობა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ “ამბოხებულ” დიმიტრი ხუნდაძეს წარადგენს – პოლიტიკური თაღლითობის და საზოგადოების გადაგდების კლასიკური მაგალითი?

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ე.წ ამბოხებული დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდება. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა. 

დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ერთერთი ღიად აქტიური მოწინააღმდეგე იყო. მან სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფიც დაარეგისტრირა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ხუნდაძესა და სხვა “ამბოხებულ მაჟორიტარებთან” შეთანხმებას “პრინციპის დონეზე” მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.