უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე იაპონია დაამარცხეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასზე რამდენიმე წუთის წინ, იაპონია დრამატულ და ძალიან საინტერესო დაპირისპირებაში 24:22 დაამარცხეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

უმცროსი ბორჯღალოსნები მარცხდებოდნენ, თუმცა გელა აფრასიძის ბოლო წუთებზე დადებულმა ლელომ საქართველოს შეხვედრა მოაგებინა და მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი შეანარჩუნებინა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მეხუთე ტურში, ქართველი მორაგბეები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას შეერკინებიან.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.