უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტართა რაოდენობა – “50 პარლამენტარამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ”

“საბიუჯეტო თანხები ძირითადად მთავრობისა და პარლამენტარების ხელფასებს და სამივლინებო ხარჯებს ხმარდება”

“30 წელია ერთი და იგვე წრეზე დავდივართ – ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის იწყებს რეფორმებს, ზოგი სასამართლო რეფორმით, ზოგიც საკანონომდებლო და აღმასრულებელი ორგანოების. თუცმა ვხედავთ, რომ არ ამართლებს, იმიტომ, რომ არ გვაქვს სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია.

“ამის გარეშე, ცალკე აღებული პარლამენტის, მთავრობის ან თვითმრაველობის ორგანოების შემცირება არაფერს მოგვცემს”- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, სადაც ასახულია, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ძირითადად მთავრობისა და პარლამენტარების ხელფასებს და სამივლინებო ხარჯებს ხმარდება.

“მეც მომხრე ვარ, რომ საბიუჯეტო თანხები მიზნობრივად იხარჯებოდეს ან ხელფასები იყოს რეგლამენტირებული, მაგრამ 30 წელია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, იწყებს რეფორმებს, ზოგი სასამართლო რეფორმით, ზოგიც აღმარსულებელი და საკანონმდელო ორგანოების.

“მაგრამ, ვხედავთ, რომ არ ამართლებს, იმიტომ, რომ სახელმწიფო მოწყობის ერთიანი ხედვა არ გვაქვს. ვიდრე არ შექმნება სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია, ამის გარეშე ცალკე აღებელი პარლამენტის, მთავრობის ან თვითმმართველობის ორგანოების შემცირება არაფერს მოგვცემს.

“თუ საკითხს მივუდგებით მხოლოდ იმ კუთხით, რომ მას აქვს და მე არა, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. კი ბატონო, 250 პარლამენტარიდან დავიყვანეთ 150 პარლამენტარამდე, მერე რა ეფექტი მოგვცა, შემცირდა თანხების ხარჯვა თუ უფრო გაიზარდა?

“50 პარლამენტარამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ, საერთოდ უხელფასოდ იმუშაონ, არც ესაა პრობლემა. მთავრობის წევრებს 1000 ლარზე მეტი არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პოპულიზმი.

“გამოსავალს, პირადად მე ვხედავ იმაში, რომ შეიქმნას სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია და ავაშენოთ სახელმწიფო ინსტიტუტები”- განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

ია აბულაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.