უსუფაშვილი: იმით შანტაჟი, რომ 9 წლიანი მოდის, გზა არ არის და ხომ ნახეთ ეს პირველ ტურში?!

“ხალხმა უკეთ იცის იმ ცხრა წლიანი მმართველობის დეტალები, ვიდრე ივანიშვილმა, კალაძემ, ზურაბიშვილმა, რომლებიც იმ ცხრა წლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ, მხარდამჭერები იყვნენ ბევრი წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება “9 წლიან მმართველობას” წინასაარჩევნოდ იყენებს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა, რომ ამან აღარ გაჭრა მოსახლეობაზე.

“ამ ცხრა წლიანზე ცოტა ფილმები გადავიღეთ და ცოტა ვილაპარაკეთ?! რამდენი არჩევნები გავატარეთ ამისი შეხსენებით?!

7 ნოემბერს ახლა მე რომ მახსენებენ, ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის სექტემბრამდე “ნაცონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო. ამიტომ ამ სპეკულაციებით… ეს ნოემბერი ვინც გადავიტანეთ, ვისაც ტყვიები მოგვხვდა და ვისაც გვირტყეს კიდეც, ახლა აქეთ მაყვედრიან, ზარდიაშვილს უნდა გავცე ამ თემაზე პასუხი? მურუსიძეა ახლა ჩემი მორალური ავტორიტეტი 7 ნოემბრის ამბავში? ასე არ არის და ამ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს, რომელსაც აქვს მეხსიერება. 9 წლიან რეჟიმს განაჩენი გამოუტანა საზოგადოებამ და ეს 9 წლიანი რეჟიმი გამიცოცხლა და მომიყვანა აქ “ოცნებამ”. ფარცხალაძეს გადააყოლა მთელი მორალური უპირატესობა, ამ ერთ ადამიანს შეწირა მთელი ნდობის რეიტინგი. დაშანტაჟებით, რომ 9 წლიანი მოდის და ხმა მოეცი, ეს არ არის გზა, ხომ ნახეთ პირველ ტურში, პირველ ტურამდე სხვა სტრატეგია ჰქონდათ?”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.