უსუფაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო ცვლილება მომწიფდა

“შედეგებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში მომწიფდა სახელისუფლებო ცვლილიება. ხოლო რადგან სახელისუფლებო ცვლილება, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებითაა შესაძლებელი, ამიტომ ჩემი და ჩვენი გუნდის მესიჯიც ესაა, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები დავინახოთ როგორც სამწუხარო მოვლენა, რადგან რომელიმე არაკარგი პრეზიდენტი გვეყოლება პრეზიდენტად და მეტი ყურადღება დავუთმოთ სახელისუფლებო ცვლილებას”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან ბევრ თანამოქალაქესთან ერთად, მე მინდა შევუძახო სახელისუფლებო გუნდს, რომელიც დღეს მთლიანად საარჩევნო გუნდადაა გადაქცეული და თითქოს რინგზეაო გასული:

დღეს ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო! ხალხო ერთი წუთით გაჩერდით! გაიხსენეთ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყნის ხელისუფლება ხართ! არჩევნების მეორე ტურის ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თქვენ ქვეყნის ხელისუფალი ხართ. ამიტომ, თქვენ ვალდებული ხართ გქონდეთ გეგმა ორივე, წაგების და მოგების შემთხვევისთვის.

ვალდებული ხართ გრძნობდეთ, ხედავდეთ იმ კრიზისის სიღრმეს რომელშიც ორივე შემთხვევაში ხართ შესული, იმიტომ რომ ეს კრიზისი დღეს უკვე სახეზეა და ამ კრიზისიდან გამოსავლად, დღეს თქვენ, საკუთარი ინიციატივით, რაც შეიძლება სწრაფად, ხალხსაც და პოლიტიკურ წრეებსაც გამოსავალი უნდა შესთავაზოთ.

ეს გამოსავალი კი არის ის, რომ სახელისუფლებო ცვლილება განხორციელდება დაგეგმილი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით, მომავალი წლის განმავლობაში.  საკონსტიტუციო ცვლილებების ეს პროექტი კი, დღესვე უნდა შევიდეს პარლამენტში.ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიფანტოს არჩევნების მეორე ტურის შემდგომ დღეს რომ ბურუსითაა მოცული აი ის ჩვენი მომავალი.

ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ თუ გაიმარჯვა ვაშაძემ, ხელისუფლებას უკვე ჰქონდეს გამზადებული ეს გზა, მისი მყისიერი ჩამონგრევა და ჩამოშლა იყოს თავიდან აცილებული და პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა განსაზღვროს ჩვენი, ქვეყნის შემდგომი ცხოვრების ბედი.

თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც გარდაუვალია ძალიან მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი საზოგადოების მხრიდან, ამ საზოგადოებისთვისაც უკვე გქონდეს შექმნილი გზა და გეზი – ისევ საპარლამენტო პროპორციული არჩევნებს შეთავაზებით.

ანუ, მოკლედ, ქართულმა ოცნებამ დღესვე უნდა თქვას უარი საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობით ერთპიროვნულ მმართველობაზე და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. არჩევნებში წაგების შემდეგ ეს უკვე იქნება გვიან”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.