უცნობი სამშობლოს ნოსტალგია: ფერეიდნელი ქალები

ავტორი ნინო-ანა სამხარაძე

„ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიან“—ბავშვის დამშვიდების ამ უჩვეულო ხერხს ფერეიდუნშაჰრში მოგზაურობის პირველივე დღეს შევესწარი. დასავლეთ ირანში, ისპაჰანის პროვინციის მახლობლად მდებარე ამ პატარა მთებით მოცულ ქალაქში, სადაც 4000-მდე ოჯახი ცხოვრობს, დედები ბავშვებს არც გუდიანი კაცის მოსვლით აშინებენ და არც ტკბილეულს პირდებიან. ბავშვებს მოუწოდებენ, ცრემლები ერთი შორეული, პატარა ქვეყნის გამო შეიკავონ.

ფერეიდუნშაჰრი თავიდან ცოტა დამაბნეველია. ადგილობრივები მას „მარტყოფს“ უწოდებენ. ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე ქართულ წარწერებს შეხვდებით: „ძეთის შეცვლა“, „მარტყოფის თაფლი“, “ხის მეწარმეობა”. ზოგჯერ შედარებით უჩვეულო აბრებსაც: „ქართველ დედის საჩუქრები“, „მიყვარხარ სამშობლო“, „ქართველს გავმარჯოს“. ქუჩებსა თუ მთებში, ალბათ, უფრო მეტჯერ მოვისმინე ქართული სიმღერები, ვიდრე საქართველოში ყოფნისას გამიგონია ოდესმე.

ფერეიდუნშაჰრი, ანუ მარტყოფი სხვა სოფლებთან ერთადრომელთა უმრავლესობას ქართული სახლებები ჰქვიათ, მაგალითად ვაშლოვანი, ჩუღურეთი, რუვის პირი, მთათაშვილის გორა და ასე შემდეგფერეიდნის რაიონში შედის. ამ ადგილებს, რომლებიც ძირითადად ეთნიკურად ქართველებითაა დასახლებული, ირანში „გურჯი ნაჰიეს“ ანუ „პატარა საქართველოს“ უწოდებენ. 1614-17 წლებში ირანის შაჰმა აბას I-მა დაახლოებით 200 ათასი ქართველი გადაასახლა კახეთიდან ფერეიდანში. ეს იყო სასჯელი იმდროინდელი საფავიდების იმპერიაში მოწყობილი აჯანყებისთვის. ფერეიდანელმა ქალებმა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული ენის შემონახვაში.

400-ზე მეტი წლის შემდეგ, ფერეიდნელები თავს ისევ ქართველებად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა ქართულად საუბრობს, თუმცა ენაში მე-17 საუკუნის თავისებურებები და სპარსულის გავლენა იმჩნევა—ის არამხოლოდ დანარჩენ ირანელებს, არამედ მეც არ მესმოდა.

განაგრძე კითხვა – chai-khana.org

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.