„ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა“ – მომრავლებას და დაგემოვნებასაც ხომ არ გვირჩევს მინისტრი?

აზიური ფაროსანა არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხება ფაროსანათი კვების შემდეგ შინაური ფრინველების ხორცის ვარგისიანობას.

„თითოეული მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, გაზაფხულზე, ვიდრე ის გამოვა და დაიწყებს კვერცხის დადებას. მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც.

რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს ამიტომ, ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.