ფეისბუქები გააუქმეს, რადგან ბიძინას გინებაში სააკაშვილს ასწრებდნენ – პარლამენტის აპარატის თანამშრომელი

საქართველოს პარლამენტის აპარატის, ყოფილი თანამშრომელი, თემურ მურვანიძე სოფიო კილაძის კომიტეტში მუშაობის პერიოდს იხსენებს:

“ამ  “ახალ  ოცნებას”  რომ  ვუყურებ,  არაფერიც  არ  მიკვირს. სოფიო  კილაძის  კომიტეტში  (ადამიანის  უფლებათა  დაცვისა  და  სამოქალაქო  ინტეგრაციის  კომიტეტი)  ვმუშაობდი  ესენი  რომ  მოვიდნენ  და  მხოლოდ  ერთი  შედარება  მომდის  თავში – მეკობრეები  რომ  ხომალდს  აბორდაჟზე  აიყვანდნენ  და  დაერეოდნენ  ნადავლს,  ისე  დაერივნენ  პარლამენტის  აპარატს  თავისი  ახლობლები  რომ  დაესაქმებინათ.  იმავე  მეთოდებით,  რა  მეთოდებითაც  ნაციონალები  აკეთებდნენ  თავის  დროზე…

მაშინ  დავინტერესდი  ვინ  იყვნენ  და  საიდან  მოვიდნენ  და  მათ  უმეტესობას  “ფეისბუკის ” გვერდებიც კი  ახალი  გაკეთებული  ჰქონდათ.  მერე  მითხრეს,  იმიტომ  გააუქმეს,  ბიძინას  და  “ოცნების”  ლანძღვა-გინებაში  სააკაშვილს  ასწრებდნენო…

ამათგან  კარგი  რომ  არაფერი  გამოვიდოდა,  მაშინ  დავინახე  და  ისე  აგიხდა  ყველაფერი…

არც  თავშეკავება  აქვთ,  უმეტესობას  არც  ზრდილობა  და  საერთოდ  პარლამენტი  რა  დაწესებულებაა  მგონი  ამაზეც  ვერ  არიან  მთლად  ზუსტად  ჩამოყალიბებული…

მხოლოდ  კრიტიკა  არ  შეიძლება,  კარგიც  უნდა  ვთქვა  რამე:

უზნეობაში  და  ქვეყნის  დაქცევაში  კი  მართლა  ჩემპიონები  არიან!”

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.