“ფეისბუქის” დიზაინი რადიკალურად იცვლება – იხილეთ ფოტოები

“ფეისბუქის”  დიზაინი რადიკალურად იცვლება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს. მომხმარებლის ნაწილმა განახლებული დიზაინი უკვე მიიღო. 

ახალი დიზაინის მთავარი მახასიათებელი გამარტივებული ნავიგაცია და სასურველი ფუნქციების ადვილად პოვნაა. ასევე, გადიდებული იქნება შრიფტები და დიზაინის ენაც.

საგულისხმოა, რომ ცვლილებების შემდეგ გვერდის დესკტოპ ვერესია და Facebook-ის აპლიკაცია საგრძნობლად დაემსგავსება ერთმანეთს. შეტყობინებების, მესენჯერის, ვიდეოების და საკუთარი პროფილის ღილაკები ამიერიდან News Feed-ის ზემოთ იქნება, რაც მობილურ ვერსიასთან თანხვედრაში იქნება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.