ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემა შესაძლოა დასჯადი გახდეს

ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში შესაძლოა მოქალაქე დაჯარიმდეს. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1538 მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, თუ სესხი სხვა ვალუტაში გაიცემა, პირველ შემთხვვაში პირი გაფრთხილებას მიიღებს, გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა  გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

რეგულაცია არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, რადგან მათ ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. კანონპროექტს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.

წყარო: netgazeti.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.