ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია (ფოტო)

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა

თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართა.

„შინდისი” 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსდგება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.