ფოფხაძე: გირგვლიანსა და მურუსიძეს შორის მსხვერპლი გირგვლიანია! (ვიდეო)

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა “ბარიერში” განაცხადა.

“ვისაც მიაჩნია, რომ ეს ადამინები (მოსამართლეები) არის მსხვერპლი, მე იმ ადამიანების  პოზიციას ვერ გავიზიარებ და არ გავიზიარებ. იმიტომ რომ,  არ შეიძლება მოსამართლე, რომელიც იღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს, არის სააკაშვილის სასამართლოს სისტემის შემოქმედი, ასრულებს ადეიშვილის შეკვეთებს, ეს იყოს მსხვერპლი. იმიტომ რომ თავისუფალი არჩევანის ყველა ჩვენგანს ჰქონდა. შეიძლება ქუჩაში არ გასულიყავი, წვიმაში პლაკატით ან დროშიარ დამდგარიყავი, მაგრამ სასამართლოში მანტია არ ცაგეცვა და უსამართლო გადაწყვტილებეი არ მიგეღო, არ გაგეძლიერებინა სააკაშვილის რეჟიმი შენი მორჩილი პოზიციით, ამის არჩევანი ყველას ქონდა.

მე მიმაჩნია, რომ გირგვლიანსა და მურუსიძეს შორის მსხვერპლი არის გირგვლიანი და ამაზე კითხვის ნიშნების არავინ უნდა დავსვათ, სხვერპლი იყო ქართული საზოგადოება რომელსაც ცმდნენ 7 ნოემბერს, 26 მაისს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მოკლეს.

გირგვლიანის მკველელობის საქმე მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა.

ლევან მურუსიძე: არ ვარ მე ის ადამიანი, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან და ამას დავამტკიცებ! (ვიდეო)

ლევან მურუსიძე: არ ვარ მე ის ადამიანი, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან! (ვიდეო)

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.