ფოფხაძე წილოსანს: შენი სასწავლებელი რომ გამიხდა ჭკუა, ვისზე როგორ ვილაპარაკო, ქვეყნის უბედურებაა!

„შენი სასწავლებელი რომ გამიხდა ნინო ჭკუა ვისზე როგორ ვილაპარაკო, ეს არის დიდი უბედურება. რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას ვიტყვი“.,- ასე მიმართა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს.

„ჩვენ ერთიანი მორალური სტანდარტი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება, 7 ნოემბერს, 26 მაისს ვაფასებდეთ ერთი სტანდარტით, რადგან ვართ უშუალო მონაწილეები. ყველაზე არ ვამბობ. აქ ძალიან ბევრი დეპუტატია, რომელიც მაშინაც იქითა მხარეს იყო, მათ ეს არ ეხებათ. ეს ერთიანი სტანდარტი საჭიროა, რათა გვქონდეს ელემენტარული მორალი. 7 ნოემბერსაც გვეძახდნენ, რომ ჩვენ აგენტები ვართ, გვინდა დავამხოთ ხელისუფლება, ამ მოტივით შეიჭრა მაშინ ხელისუფლება „იმედზე“ და აიღო ტელეკომპანია. რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს, ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები და მომწამვლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის შემდეგ დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე. იქ „ნაციონალების“ ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა, ამორალურია. ძალიან კარგად მესმის, რომ გინდათ, დაიცვათ გახარია. ნაციონალი ზონდერებით არის გავსებული ძალოვანი სტრუქტურები, მოსამართლეები სულ ნაციონალი ზონდერები არიან, ეს ახალია ვინმესთვის? „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაცია რომ დამთვარდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამ ყველაფერს ან გაუსწორებთ თვალს ან სიცრუეში ვიცხოვრებთ, ეს არის რეალობა. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები. მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს და აიღოს პასუხისმგებლობა. ყველა ის ფრაზები და გამოსვლები, რასაც აქ ვისმენ, მიმაჩნია ძალიან იაფფასიან დემაგოგიად“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სიტყვით გამოსვლისას მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დაუპირისპირდა. გედევან ფოფხაძემ წილოსანს მიმართა:

„შენი სასწავლებელი რომ გამიხდა ნინო ჭკუა ვისზე როგორ ვილაპარაკო, ეს არის დიდი უბედურება. რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას ვიტყვი“.,-განაცხადა წილოსანმა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.