ფრანგებმა მფრინავი მატარებელი შექმნეს (ვიდეო)

ფრანგულმა კომპანიამ, Akka Technologies-მა შექმნა ბოინგი Link & Fly, რომელიც ამავდროულად, მატარებელიცაა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

თვითმფრინავს მიწაზე დაშვებისას ფრთები ეხსნება და გარდაიქმნება მატარებლად. მატარებელი კი, ლიანდაგით გადაადგილდება სხვადასხვა სადგურის მიმართულებით და მგზავრებს არა აეროპორტში, არამედ სასურველ სარკინიგზო სადგურებზე დატოვებს.

თვითმფრინავ-მატარებელს 162 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, მას მგზავრთა სავარძლები ეხსნება და მისი გამოყენება სატვირთო დანიშნულებითაცაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.