ფრანგმა გამომგონებელმა ფრენკი ზაპატამ მეორე ცდაზე რეაქტიული მფრინავი დაფით ლა-მანშის სრუტე გადალახა (ფოტო)

ფრენკი ზაპატა

ფრენკი ზაპატა

ფოტო: Twitter

ფრანგმა გამომგონებელმა ფრენკი ზაპატამ მეორე ცდაზე რეაქტიული მფრინავი დაფითლა-მანშის სრუტე გადალახა. ფრენა ტელეარხ BFM-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ზაპატა საფრანგეთის ტერიტორიიდან ადგილობრივი დროით 8:15 საათზე აფრინდა. ფრენის დროს ის საწვავის მარაგის შესავსებად სრუტეში სპეციალურად განთავსებულ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა. 35 კილომეტრის დასაფარად მას 24 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც ის დიდი ბრიტანეთის ქალაქ სენტ-მარგარეტ ბეის მახლობლად დაეშვა.

BFMTV@BFMTV

C’est parti, Franky Zapata vient de décoller de Sangatte !

“L’homme volant” va tenter de traverser la Manche à bord de son Flyboard

Embedded video

15010:21 AM – Aug 4, 2019Twitter Ads info and privacy80 people are talking about this

ლა-მანშის სრუტის გადალახვა ზაპატამ 25 ივლისსაც სცადა, თუმცა ძლიერი ტალღების გამო პლატფორმაზე ვერ დაეშვა და წყალში ჩავარდა.

მფრინავ დაფა Flyboard Air-ს, რომლითაც ზაპატამ ლა-მანშის სრუტე გადალახა, მცირე ზომის ხუთი რეაქტიული ძრავი აქვს. ოპერატორთან ერთად დაფა 195 კმ/სთ სიჩქარეს, ოპერატორის გარეშე კი 400 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ძრავები საავიაციო დიზელზე მუშაობს და ჩვეულებრივ პირობებში საწვავის მარაგი 7 წუთში იწურება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.