ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართული პავილიონის მოწყობისთვის კონკურსი გახანგრძლივდა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსის ვადა გახანგრძლივდა.

ამის შესახებ მოსამზადებელმა ჯგუფმა ბრიფინგზე თქვა. ჯგუფის წევრების განმარტებით, კომპანიებს, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა სურთ, შეუძლიათ შეიტანონ კონცეფციის შესახებ განაცხადები, ხოლო უკვე გამოვლენილ 8 კომპანიას იდეებისა და კონცეფციის დასახვეწად დამატებითი დრო მიეცათ.

საბოლოო გადაწყვეტილება 16 თებერვალს გახდება ცნობილი.

17 იანვარს კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით ცენტრში 14 განაცხადი შევიდა: Betterfly, Designbureau, Art-Transfer, Hobbystudio, Interactive Solutions, KMX, McCANN Tbilisi, Open Space, ოპტიმუსი, Vanila Event, W Forte, Wizzard Event, დალანდელი, ვიზუალური ხელოვნების ცენტრი.

კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, მეორე ეტაპზე შემდეგი რვა კომპანია გადავიდა: Betterfly; ვიზუალური ხელოვნების ცენტრი;
Wizzard Event; W Forte; Art-Transfer; Designbureau; McCANN Tbilisi და KMX.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.