ფხენიანი ბირთვული იარაღის ნაწილებს გერმანიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩოდან იღებს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და იარაღის პროგრამებისთვის საჭირო ტექნიკას ბერლინში მდებარე საელჩოს დაეხმარებით მოიპოვებს. ამის შესახებ გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა ჰანს-გეორგ მაასენმა განაცხადა. ინფორმაციას BBCავრცელებს.

მაასენის თქმით, გერმანიის დაზვერვამ ბევრჯერ შეუშალა ხელი ჩრდილოეთ კორეას საელჩოს დახმარებით საჭირო ნივთების გადატანაში, თუმცა ყველა შემთხვევის გამოვლენა ვერ შეძლეს. მაასენს არ დაუკონკრეტებია რა სახის ტექნიკაზეა საუბარი, თუმცა დასძინა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მიზნებისთვისაც.

სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული იარაღისა და რაკეტების შექმნას.

გაეროს მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წელს გაეროს სანქციების დაარღვევით დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის შექმნის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვული ღილაკი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და მას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

22 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილეოთ კორეის წინააღმდეგ, ბალისტიკური რაკეტების უკანონო გამოცდების სერიის გამო, ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. ახალი შეზღუდვები აფართოებს ემბარგოს და კიდევ უფრო მეტად უმცირებს ფხენიანს შესაძლებლობას მიიღოს პროდუქცია საზღვაგარეთიდან. დოკუმენტში აღნიშნულია 19 პირი, რომლებსაც გაეყინათ საბანკო აქტივები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სახალხო შეიარაღებული ძალების მთელი სამინისტრო. რეზოლუციის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბენზინის იმპორტი 90%-ით შემცირდება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.