ქალაქები ყველაზე იაფი ინტერნეტით – ქართული ბაზრის ყაჩაღური ფასები

Deutsche Bank-მაგამოაქვეყნაქალაქებისრეიტინგიინტერნეტისღირებულებისმიხედვითკვლევასსაფუძვლადუდევს 8 Mbps – სიჩქარისინტერნეტისთვიური გადასახადი..

1.მოსკოვი, 7 დოლარირუსეთის დედაქალაქი, ქვეყნის ეკონომიკის მართვის მთავარი ცენტრი, და მსხვილი საერთაშორისო საქმიანი ცენტრი. სწორედ რუსეთის დედაქალაქშია მსოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტი.

2. სტამბოლი, 9 დოლარი

თურქეთის უმსხვილესი ქალაქი, მთავარი სამრეწველო, სავაჭრო, და კულტურული ცენტრი, ქვეყნის უმსხვილესი საზღვაო პორტი. მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერია Turkcell, რომელიც აკონტროლებს ინტერნეტ-ბაზრის 60%-ს, შორეული რეგიონების ჩათვლით. კომპანია რეგულარულად სთავაზობს კლიენტებს სხვადასხვა აქციას და ფასდაკლებას, იგივეს აკეთებენ ბაზრის სხვა მოთამაშეები. შედეგად – მეორე ადგილი რეიტინგში.

3. ნიუდელი, 11 დოლარი

ინდოეთის დედაქალაქი, მეტროპოლია დელის ნაწილი. ნიუ-დელი დაკავშირებულია ისეთ დარგებთან, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ფინანსური სექტორი, მასმედია, სასტუმრო ბიზნესი, და ტურიზმი.

4. ქაირო, 12 დოლარი

ეგვიპტეს დედაქალაქი, ეგვიპტეს უმსხვილესი ქალაქი, და აფრიკის სიდიდით მე-3 მეგაპოლისი ლაგოსის და კინშასას შემდეგ. ქაიროში მოქმედებს ტექნოლოგიებს და პროგრამირების ცენტრი „ჭკვიანი სოფელი“.

5. ბანგალორი, 12 დოლარი

ადმინისტრაციული ცენტრი ინდოეთის სამხრეთში. აზიის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქალაქი, მსოფლიო მასშტაბის და მნიშვნელობის სამეცნიერო და ინდუსტრიული ცენტრი, აერთიანებს კვლევით ცენტრებს ისეთ დარგებში, როგორც მაღალი ტექნოლოგიები, მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, ავიაცია, კოსმოსი, ტელეკომუნიკაციები, და სამხედრო მრეწველობა. ამის გამო ბანგალორს უწოდებენ „ინდურ სილიკონის ველს“.

6. ვარშავა, 12 დოლარი

პოლონეთის დედაქალაქი, და ყველაზე მსხვილი ქალაქი. ქალაქში მოქმედებს უფასო Wi-Fi-ქსელი, რომელიც მოიცავს მის ძირითად ნაწილს, უფასო ინტერნეტის სარგებლობა შესაძლებელია ასევე  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორნებში და კაფეებში, მაგალითად, ისეთ ქსელებში, როგორც Coffee Heaven, McDonald’s, Starbucks, Pizza Hut და KFC.

7. მუმბაი, 13 დოლარი

ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, კონტრასტების ქალაქი, სადაც შერწყმულია  უკიდურესი სიმდიდრე და წარმოუდგენელი სიღატაკე. ინდოეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, გამოირჩევა შედარებით მაღალი ცხოვრები დონით და ეკონომიკური აქტიურობით.

8. შანხაი, 15 დოლარი

მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქი, მოსახლეობა შეადგენს 23 მლნ. ადამიანს. ინტერნეტ-მომხმარებელთა 95% იყენებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს. უმსხვილესი პროვაიდერებია China Telecom (48%), China Unicom (16%) და  China Mobile (11%).

9. ჰელსინკი, 16 დოლარი

ფინეთის დედაქალაქი, მოსახლეობა 1 მლნ. ადამიანი. ქალაქში მუშაობს ინტერნეტ-ოპერატორების დიდი რაოდენობა, რაც ასევე იწვევს დიდ კონკურენციას და შესაბამისად – დაბალ ფასებს ინტერნეტზე.

10. დაკა, 16 დოლარი

ბანგლადეშის დედაქალაქი და უმსხვილესი მეგაპოლისი. დაკაში კარგადაა განვითარებული ქალაქის უფასო Wi-Fi სისტემა, რომელიც ძირითადად მუშაობს სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში და რესტორნებში.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.