ქალაქის მედეგობის მთავარი მრჩეველი – თბილისის მერიაში ახალი თანამდებობა იქმნება

ქალაქის მედეგობის მთავარი მრჩეველი – თბილისის მერიაში ახალი თანამდებობა იქმნება. ამის შესახებ ცნობილი პროგრამა “ასი მედეგი ქალაქის” ფარგლებში თბილისის საკრებულოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.

ნარმანიას განცხადებით, ახალი სამსახურის და მისი ხელმძღვანელის მიზანი და ფუნქცია ქალაქის მედეგობის სტრატეგიის შემუშავება იქნება.

„თბილისი არის პირველი ქალაქი ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ქალაქებს ეხმარება იმაში, რომ გახდნენ უფრო მეტად მედეგი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

პროექტი როკფელერის ფონდის მიერ ფინანსდება და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ქალაქების მედეგობის გაძლიერებაა. ქსელს თბილისი 2016 წლის მაისში შეუერთდა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: