“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?”-პატრიარქი საპრეზიდენტო არჩევნებზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ, ქადაგებისას  საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა:

„ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვლეთ, არჩევნების, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერისა. ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე. ეს ძალიან საწყენია, ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ჩვენი ნაკლია ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩინეთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ, ჩვენთან არს ღმერთი,“ – განაცხადა ილია მეორემ.

ფაქტები.ჯი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.