ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

გთავაზობთ იმ ქალების სიას, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო და რეალური გარდატეხა მოახდინეს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, მათ შეძლეს უკეთესი სამყარო დაეხვედრებინათ მომავალი თაობებისთვის.

1.ვალენტინა ტერეშკოვა, მსოფლიოში პირველი ქალი-კოსმონავტი (1963 წ/), მსოფლიოს მე-10 კოსმონავტი, ერთადერთი ქალი,  რომელმაც დედამიწის ორბიტაზე მარტო იმოგზაურა.

პირველად ტერეშკოვა  კოსმოსში  1963 წლის ივნისში გაფრინდა, ფრენა  3 დღე-ღამე გაგრძელდა. იმ დღეს კოსმონავტმა-ქალმა უთხრა ნათესავებს, რომ მიდის შეჯიბრებაზე საპარაშუტო სპორტში და მათ  სიმართლე მოგვიანებით რადიოს ახალი ამბებიდან გაიგეს.

 

2. კეროლ ჯემისონი, ექიმი და ასტრონავტი, პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც გაფრინდა კოსმოსში.

ჯემისონმა მიიღო ასტონავტის კვალიფიკაცია შესაბამისი მომზადების შემდეგ, 1988 წლის აგვისტოში. მისი დავალება ორბიტაზე იყო საფრენი აპარატების ელექტორნული სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება ღია კოსმოსში. კეროლ ჯენმისონმა  კოსმოსში თითქის 8 დღე-ღამე გაატარა.

 

3. ვილმა მენკილერი – პირველი ქალი, ცნობილი ამერიკული ტომის ჩეროკის ბელადი.

1983 წელს 38 წლის ვილმა აირჩიეს იმდროინდელი ბელადის როს სუიმერს მოაგდეილედ, 1985 წელს სუმიერი  გადადგა და მენკილერი  გახდა ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი-ბელადი.

 

4. მარია კიური, ფრანგი და პოლონელი ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი, საზოგადო მოღვაწე.

მსოფლიოში პირველი ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატი – 1903 წელს ფიზიკაში, 1911 კი წელს ქიმიაში. დააარსა კიურის  ინსტიტუტები პარიზსა და ვარშავაში. იკვლევდა რადიოაქტიურობას თავის მეუღლესთან, პიერ კიურისთან ერთად. ასევე ერთობლივად მათ აღმოიაჩინეს ისეთი ქიმიური ელემენტები,  როგორიცაა რადიუმი და პოლონიუმი.

 

5. სარა ტომასი, პირველი ქალი-მსაჯი ამერიკულ ფეხბურთში სარა ტომასი 2015 წელს გახდა ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქალი -მსაჯი.

თუმცა, მიუხედავად ამისა ის ამბობს, რომ არ წამოადგენს არაფერს განსაკუთრებულს და არ უყვარს საკუთარი პესრონისადმი გადაჭარბებული ყურადღება.

 

6. არეტა ფრანკლინი, ამერიკელი მომღერალი ბლიუზის, სოულის და გოსპელის ჟანრში.

მიაღწია დიდ წარმატებას და მსოფლიო აღიარებას 1960-იან წლებში. ძალიან ძლიერი ვოკალის გამო,  მას ხშირად უწოდებენ სოულის დედოფალს, 1987 წლის 3 იანვარს ის გახდა პირველი ქალი, რომლის სახელიც შეტანილ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2008 წელს, ავტორიტეტულმა მუსიკალურმა ჟურნალმა Rolling Stone-მა გამოაცხადა არეტა ფრანკლინი ისტორიაში საუკეთესო ქალ-მომღერლად.

 

7. ძიუნკო ტაბეი  – იაპონელი ალპინისტი

პირველი ქალი, რომელმაც დაიპყრო ევერსეტი (1975 წლის 16 მაისი) და ასევე რამდენიმე 8-კილომეტრიანი მწვერვალი. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ალპინისტი.

 

8. ვიქტორია ვუდხული – ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ფემინისტი, ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებისთვის მოძროაბის ერთ-ერთი ლიდერი.

მონობის წინაამღდეგ აქტიური მებრძობლი, „თავისუფალი სიყვარულის“ კონცეფციის მომხრე, რომლის არსიც იყო ქალების უფლება დაოჯახდნენ, გააჩინონ შვილები და გაშორდენენ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. იყო პირველი ქალი,  რომელმაც დაარსა ყოველდღიური გაზეთი,  ვეგეტარიანელობის აქტიური პროპაგანდისტი,  თამაშობდა ბირჟაზე. 1872 წელს ის იყო აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი ქალი-კანდიდატი.

9. ენ დანვუდი, ამერიკელი სამხედრო, გენერალი.

დანვუდი ცნობილია იმით, რომ ის არის პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო 4-ვარსკლავიანი გენერლის წოდება.

 

10. სადნრა ოკონორი – ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე,

პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა ეს პოსტი. მანამდე მუშოაბდა სხვადასხვა შტატებში მოსამართლედ. მოგვიანებით გახდა რესპუბლიკური უმრავლების პირველი ქალი-ლიდერი  – შტატ არიზონას სენატში. უზენაეს სასამართლოში საქმიანობის დროს ის გამოირჩეოდა პრინციპულობით და იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის მტკიცე მომხრე. მას ეკუთვნის გამონათათქვამი – „კონსტიტუცია არ აძლევს პრეზიდენტს კარტ-ბლანშს“.

 

11. ვანესა უილიამსი, მომღერალი, მსახიობი და მოდელი

ვანესა უილიმასი იყო პირველი შავკანიანი მის ამერიკა, 1984 წელს. ამერიკის მუსიკალურ კულტურაში შეტანილი წვლისი გამო, ჰოლივუდის დიდების ალეაზე გაიხსნა მისი სახელობის ვარსკლავი. 12. ნენსი პელოსი, ამერიკელი პოლიტიკოსი,დემოკრატული პარტიის ფრაქციის თავჯდომარე აშშ-ს კონგრესში. ამერიკის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი-სპიკერი. ასევე ის არის ყველაზე მაღალჩინოსანი-ქალი ამერიკის ისტორიაში – აშშ-ს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ.

 

12. ედიტ უორტონი, ინგლისელი მწერალი და დიზაინერი, პულიტცერის პრემიის ლაურეატი.

პირველი მსოფლიოს ომის დროს მუშაობდა ჟურნალისტად და აქტიურად აშუქებდა საომარ მოქმედებებს. ამ თემას მან მიუიძღვნა მრავალი სტატია, რის გამოც ის დაჯილდოვდა ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული, პულიტცერის პრემიით. 1916 წელს ლტოლვილებისთვის გაწეული დამხარებისთვის საფრანგეთის მთავრობამ დააჯილდოვა ის საპატიო ლეგიონის ორდენით.

13. კეტრინ ბიგელოუ, ამერიკელი კინორეჟისორი, მეცნიერული ფანტასტიკის, ექშენის და ტრილერის ჟანრში.

„ოქროს გლობუსის“ 2-გზის ნომინანტი, ოსკარის მფლობელი, პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ოსკარი როგორც საუკეთესო რეჟისორმა – ფილმისთვის „ქარიშხალის მბრძანებელი“ რომელიც მიეძღვნა ომს ერაყში.

 

14. კარლი ფიორინა, ამერიკელი ბიზნეს-ლედი და პოლიტიკოსი,  1999-2005 წლებში – კორპორაცია Hewlett-Packard-ის გენერალური დირექტორი.

მაშინ,  როდესაც ის ჩაუდგა სათავეში ამ გიგანტურ კორპორაციას, ის იყო პირველი ქალი-დირექტორი 30 უმსხვილეს კომპანიას შორის, რომლებიც შედიან სამრეწველი ინდექს დოუ-ჯონსში.

15. რეგინა იონასი, პირველი ქალი-რაბინი

1930 წელს დაამთავრა ლიბერალური იუდაიზმის სკოლა ბერილნში და მიიღო რელიგიის მასწავლებლის დიპლომი. 1935 წელს ქალაქ ოფენბახის რაბინმა მაქს დინემამნა შესაბამისი გამოცდის შემდეგ მიანიჭა მას მოქმები რაბინის წოდება. 1935-1942 წლებში ის რჩებოდა გერმანიაში, და აგრძელებდა რელიგიურ საქმიანობას თითქმის მიტოვებულ სინაგოგებში. 1942 წლის 6 ნოემბერს ის დააპატიმრეს და გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკ ტერეზიენშტადში. რეგინა იონასი იქაც განაგრძობდა საქმიანობას და ეხმარებონა კიდევ ერთი პატიმარის – ვენელ ექიმ-ფსიქოანალიტიკოსს ვიქტორ ფრანკლს, რომელმაც შექმნა ბანაკში პატიმრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის იატაკქვეშა ჯგუფი. 1944 წლის 12 ოქტომრებს იონასი გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცში, სადაც ის მოკლეს 1944 წლის 12 დეკემბერს.

 

16. სირიმავო ბანდრანაიკე – შრი-ლანკას პრემიერ-მინისტრი, 1960-1965, 1970-1977, 1994-2000 წლებში, მსოფლიოში პირველი პრემიერ-მინისტრი.

1960 ივლისს გაიმარჯვა არჩევნებში, რის შემდეგაც გახდა პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრი. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში პრიველი ქალი-პრემიერ-მინისტრი. მისი მთავრობა ატარებდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის კურსს, ახორციელებდა პროგრესულ ეკონომიკურ რეფორმებს, მოახდინა ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია, ავითარებდა რელიგიური სკოლების სისტემას.

 

17. ელა ფიტცჯერალდი, ამერიკელი მომღერალი, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვოკალისტი.

13-გზის „გრემის“ მფლობელი, აშშ-ს ხელოვნების ეროვნული მედლის, აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედლის და სხვა საპატიოს ჯილდოების ლაურეატი. 50-წლიანი კარიერის მანძილზე  გამოუშვა 90 ალბომი და კრებული, როგორც სოლო, ასევე სხვა ცნობილ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად.

 

18. ელიზაბეტ ბლეკუელი, პირველი ქალი აშშ-ში, რომელმაც მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება.

პირველად ის დაფიქრდა სამედიცინიო განათლების მიღების შესახებ  ავადმოფობისგან მეგობრს გარდაცვალების შენდეგ. ის მეგობარი ამბობდა, რომ ქალს შეუძლია გახადოს მკურნალობის პროცესი უფრო კომფორტული, ხოლო თავად ელიზაბეტ ბლეკუელი თვლიდა,  რომ ქალებისგან გამოვა კარგი ექიმები დედობრივი ინსტინქტის გამო.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.