ქარელში ახალ სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულს მოიყვანენ

“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, “აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის” ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მეურნეობის მოსაწყობად სულ 47 740 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 19 096 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც გათბობის სისტემების შესაძენად გამოიყო.

გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგ, სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800 000 ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველოში – ბიზნესი”-ს ფარგლებში, ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.