ქართველების დეპორტაცია – ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას რჩევებს აძლევენ

გერმანია, ისლანდია და შვედეთი უკმაყოფილოები არიან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდით, მათ შორის კრიმინალის ზრდითაც. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება, თუ რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება, რომ ევროპაში დარჩენის მსურველებს აქ სამოთხე არ ელოდებათ. ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დაისჯებიან,“ – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას ავსტრევიჩუსმა.

ევროდეპუტატების აზრით, სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი საქართველოში ეკონომიკის გაუმჯობესება იქნება.

„ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაა. ამას გარდა, ქვეყანა საბჭოეთის გადმონაშთებს უნდა ებრძოდეს,“ – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, იარომირ შტეტინამ.

თავშესაფრის მაძიებელთა კონტექსტში ევროპარლამენტარებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისა და დემირელის სკოლების ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმეებიც გაიხსენეს.

„ვიზალიბერალიზაცია არის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, პირადი კონტაქტებისთვის და ველით, რომ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით. ეს იყო ვიზალიბერალიზაციის მიზანი და განსხვავებული ვითარებაა, როდესაც საქმე გვაქვს თავშესაფრის მაძიებლებთან. ძირითად შემთხვევებში რაოდენობა მზარდია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ყველა ასეთი საქმე ცალ-ცალკე არის განსახილველი. საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთი ასეთი შეიძლება, ყოფილიყო აფგან მუხთარლის მეუღლის საქმე, რომელიც საქართველოში აფგანთან ერთად ცხოვრობდა. ის კი გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან და ახლა აზერბაიჯანის ციხეშია, ან თურქეთის სხვა მოქალაქეებია, როგორიც მუსტაფა ემრე ჩაბუქია,“ – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომეშმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.