ქართველები დემოკრატიის მიმართ რწმენას კარგავენ, რაც შემაშფოთებელია

აშშ “ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)საქართველოს ოფისის დირექტორილორა ტორნტონი ჩატარებულკვლევებს აფასებს და ამბობსრომ ქართველები  დემოკრატიისმიმართ რწმენას კარგავენრაც შემაშფოთებელია.

“მთავარი აღმოჩენა ამ კვლევში ისაა, რომ ქართველები კარგავენ რწმენას დემოკრატიის მიმართ, რაცშემაშფოთებელია. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2013 წლის შემდეგ. ნდობა დაბალია მთავრობის,პარლამენტის წარმომადგენლობითი ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს ნაწილობრივგანაპირობებს იმას, თუ რატომ კარგავს ხალხი ნდობას დემოკრატიის მიმართ,“ – აღნიშნა ტორნტონმა.

ლორა ტორნტონი ჩატარებულ არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაშინების, კოორდინატორებისუბანზე ყოფნისა და ბევრი პრობლემის მიუხედავად, გამოკითხვისას პოზიტიური შეფასებაც იყო.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ”CRRC – საქართველოს” პრეზიდენტი კობა თურმანიძე ამბობს,რომ შედეგებში განსაკუთრებით ყურადსაღები იყო კორუფციის მაჩვენებელი, კვლევის მიხედვით,გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამინისტროებში და ძალოვან უწყებებში კორუფციაა. 

პოლიტიკური პარტიების შესახებ კვლევის ნაწილში, თურმანიძის თქმით, კვლავ ორი პარტია, “ქართულიოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გამოიკვეთნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.