ქართველებმა მწვანე კრიპტოვალუტა Oxyn-ი შექმნეს

Treepex-მა ახალი, ე.წ. მწვანე კრიპტოვალუტა შექმნა, რომლის დახმარებითაც ადამიანები ფულის გამომუშავებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვაშიც შეიტანენ თავიანთ წვლილს. ახალ კრიპტოვალუტას Oxyn-ი ჰქვია. მის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

ახალი კრიპტოვალუტის მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გამომუშავებული თანხა გარემოზე მზრუნველ ორგანიზაციებში გადაირიცხება, ამ თანხით კი ხეების ყიდვა და დარგვა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ნერგები აღჭურვილი იქნება სპეციალური მიკროჩიპით, რომელიც მისი ზრდის პროცესისთვის დაკვირვების საშუალებას იძლევა.

შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ “ოქსინ ტოკენს“, ხის ფოტოსა და გეოგრაფიული მდებარეობის კოორდინატებს. შემოდგომიდან Oxyn ტოკენის მფლობელებს Oxyn კრიპტოვალუტის გაზრდილ ფასად განაღდება შეეძლებათ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.