ქართველი მოციგურავეები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში და შეჯიბრება ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავას გუნდის ტრიუმფით დასრულდა. ქართულმა დუეტმა ოლიმპიური თამაშების დასაწყისში მოპოვებულ ისტორიულ ბრინჯაოს მედალს ოქრო მიამატა.

კენჭისყრის შედეგად, შერეული პრინციპის დაცვით დაკომპლექტდა რვა გუნდი. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ერთეულთა თანრიგის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად, გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები.

დაახლოებით ექვსსაათიანი დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან უტანა იოშიდა – შინგო ნიშიამა, ერთეულებში კი რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი.

“რადიოთავისუფლება”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.