ქართველი Oceanman-ის მსოფლიო ჩემპიონატში პირველად იასპარეზებს

ლეგენდარული ქართველი მოცურავე, მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი, დარდანელის გმირი ჰენრი კუპრაშვილი ოფიციალურად მიიწვიეს 

Oceanman-ის მსოფლიო ჩემპიონატის შვეიცარიის ეტაპზე საასპარეზოდ. ღია წყალზე მოცურავე მსოფლიოგრანდებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 73 წლის პროფესორი იცურავებს (3.2 კმ.)8 სექტემბერს. შეჯიბრება გაიმართება ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია). ყველა ხარჯს (რეგისტრაცია, ბილეთი, სასტუმრო და სხვ.) ფარავს ასპარეზობის ორგანიზატორი მხარე.

ღია წყალზე მოცურავეთათვის Oceanman (ოკეანის კაცი) არის IRONMAN-ის (რკინის კაცი – 3.86 კმ ცურვა, 180.25 კმ. ველოსიპედი, 42.2 კმ. სირბილი) ანალოგი.

ჰენრი კუპრაშვილი იქნება პირველი ქართველი მოცურავე, რომელიც ამ უაღრესად პრესტიჟულ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.