ქართველმა მოციგურავე წყვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში სხვადასხვა ასაკის ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი “მენტორ ტორუნ 2018” გაიმართა.

ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა.

ქართველ მოციგურავეთა წყვილმა მთავარ მეტოქეს, უკრაინელ წყვილს 2.1 ქულით გაასწრო და საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.“მენტორ ტორუნ 2018-ში” ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავე მონაწილეობდა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.