ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ევროპული თამაშების მეოთხე დღეს ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ჩემპიონები ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ნახუცრიშვილმა ფინალში რუს სტანისლავ სკრიაბინს 5:1 მოუგო, ხოლო ბერძენიშვილმა ბელარუსელი იური რიბაკი 8:0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გივი ნადარეიშვილი (-52 კგ), გეგა ჩირგაძე (-62 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (-90 კგ). საქართველოს სამბოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ჯამში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვაჟთა შორის ჯონდო მუზაშვილის გუნდმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და უშუალო კონკურენტსა და სამბოს ტურნირების უპირობო ფავორიტს, რუსეთის ნაკრებს გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით გამოვიდა ტატამზე და ხუთმა მათგანმა ფინალში გასვლა შეძლო. ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (-100 კგ) გახდნენ. რომელმაც ფინალში. გარდა 2 ოქროს მედლისა, მუზაშვილის გუნდმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ). ბრინჯაოს მედალი კი ბექა ბერულავას (82 კგ) ანგარიშზეა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.