ქართველმა სტუდენტმა შექმნა პროგრამა, რომელიც ექიმის ფუნქციებს ითავსებს

“სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი მიდ­გო­მით ანაც­ვლებს დი­აგ­ნოს­ტი­კის, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და სხვა პრო­ცე­სებს. უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი – ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მე­დი­ცი­ნა­ში, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დია, მუ­შა­ობს მე­გა­მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზ­ზე, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნურ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსელ­ზე და იყე­ნებს ნე­ი­რო­ლინგვის­ტურ პროგ­რა­მი­რე­ბას. პრო­დუქ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც, რად­გან ის აერ­თი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნა­სა და უახ­ლეს კვლე­ვებს/მიღ­წე­ვებს, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პორ­ტა­ლებ­თან შე­და­რე­ბით”, – ამბობს პროგრამისტი გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი.

როგორც გეგა თათულიშვილი ამბობს, მას ყოველთვის აინტერესებდა მედიცინა. DigitalMed-ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­იწყო.

“პროგ­რა­მა იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ, უნი­კა­ლურ ალ­გო­რით­მებს, რომ­ლის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით არ არ­სე­ბობს. პრო­დუქტს გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და მისი და­მუ­შა­ვე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა”, – თქვა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა.

DigitalMed-ის შემქნელი გეგა თათულიშვილი აპირებს, რომ ითანამშრომობს კლინიკებთან, ასევე პროგრამის განვითარებასაც გეგმავს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.