ქართველმა ძალოსნებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

2018 წლის პირველი მედლები საქართველოს ძალოსნობას გოგა ჩხეიძემ მოუტანა. ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე ძალოსანთა საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ატაცში 130, ხოლო აკვრაში 170 კგ. დაძლია, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და ჩხეიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა.

ინფორმაციას ამის შესახებ  ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.